თანამედროვე ბავშვები ფიზიკურად ნაკლებად განვითარებულები არიან და მოზარდების საშუალო სიმაღლეც შემცირებულია. მეცნიერებმა შეადარეს გასული საუკუნის ბოლოს მცხოვრები ახალგაზრდების შესახებ ინფორმაცია ახლანდელი მოზარდების მონაცემებთან. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების სხეულის საშუალო მასა შემცირდა 20%-ით, ხოლო ძვლის ქსოვილის მასა 30%-ით. მეცნიერების აზრით, ამის მიზეზი დიდი რაოდენობით ის სტრესული სიტუაციებია, რომელშიც თანამედროვე მოზარდები ხვდებიან. უარყოფითი მოქმედება აღინიშნება დაუბალანსებელი კვების გამოც.გარდა სხეულის მასისა, ახალგაზრდების საშუალოსტატისტიკური სიმაღლეც შემცირდა 2%-ით. ძალიან გავრცელებულია მოზარდებს შორის სხეულის მასის დეფიციტი და სიმსუქნე. ექიმები გვირჩევენ ბავშვებმა უფრო აქტიურად მიიღონ კალციუმით მდიდარი საკვები პროდუქტები და ყურადღებით მოეკიდონ საკვები ნოვთიერებების ბალანსს.