21:05
6 ივნისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
თანამედროვე ბავშვები საკვები ნივთიერებების ნაკლებობას განიცდიან: 161 მლნ სიმაღლეში ვერ იზრდება; 50 მლნ წონას ჩამორჩება, 41 მლნ სიმსუქნითაა დაავადებული
13-03-2019

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ 161 მილიონი 5 წლამდე ბავშვი სიმაღლეში ისე ვერ იზრდება, როგორც საჭიროა, 50 მილიონი ბავშვი წონას ჩამორჩება, ხოლო 41 მლნ სიმსუქნით არის დაავადებული.

თანამედროვე ბავშვები საკვები ნივთიერებების ნაკლებობას განიცდიან. ეს ნივთიერებები ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიული განვითარებისთვის. არასწორი კვება, ნაკლები მოძრაობა და მრავალი უსარგებლო, რაფინირებული პროდუქტის მიღება ბავშვის ნორმალურ განვითარებას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს.


ბავშვი აუცილებლად უნდა მოარიდოთ გენმოდიფიცირებულ, გაყინულ პროდუქტს. არსებობს მცდარი მოსაზრება, თითქოს სამი წლის ასაკიდან ბავშვს ყველაფრის ჭამა შეუძლია. თუმცა ასე როდია. მან უნდა იკვებოს მაქსიმალურად ჯანსაღად და სასარგებლოდ, მიიღოს ის აუცილებელი, რაც საჭიროა მისი ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.
ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს ცილა, გარკვეული ცხიმები, და ნახშირწყლები.
ცილა ძირითადი სამშენებლო მასალაა ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის. ცხოველური წარმოშობის ცილები შეიცავენ უცვლელ ამინომჟავებს. ბავშვის მენიუში ცილის დაახლოებით 50% მიეკუთვნება ხორცს, თევზეულს, რძის პროდუქტებს, კვერცხს.
ცხიმები ენერგიის წყაროა, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცხიმის ხარისხს. მნიშვნელოვანია, ბავშვის რაციონში არ შედიოდეს ტრანსგენული ცხიმები, რომლითაც მრავალი მზა საკვებია გაჯერებული. ბავშვისთვის სასარგებლო ცხიმებს შეიცავს თევზი , მცენარეული ზეთი. განსაკუთრებულად სასარგებლოა ნახევრად ნაჯერი ცხიმოვანი მჟავა – ომეგა3, რომელიც საკვებთან ერთად უნდა მიეწოდებოდეს ადამიანს, განსაკუთრებით კი ბავშვს. ომეგა3-ის მთავარი წყაროა ცხიმიანი ზღვის თევზი, მცენარეული ზეთი, რძის პროდუქტი. ბავშვი დედის რძესთან ერთადაც იღებს ამ ნივთიერებას და მას ასევე უმატებენ რძის ნაწარმში, რადგან ეს მჟავა კარგად აითვისება რძესთან ერთად.


ომეგა 3 ცენტრალური ნერვული სისტების და მხედველობის განვითარებას უწყობს განსაკუთრებულად ხელს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ბავშვები წერა-კითხვას სწავლობენ.  ასევე  ხელს უწყობს გონებრივ პროცესებს, ასევე იმუნიტეტის გაძლიერებას, ამცირებს ალერგიულ და ანთებით პროცესებს.ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა არ მიიღოს უსარგებლო ნახშირწყლები, რომლითაც გაჯერებულია ტკბილეული და საკონდიტრო ნაწარმი. ბავშვი  უნდა მიეჩვიოს რთულ ნახშირწყლებს, რომლებიც არის ბოსტნეულში, ხილსა და მარცვლეულის ფაფებში. ისინი უჯრედისის წყაროა, რომელიც აუცილებელია ნაწლავებისთვის, ასევე მათში ბევრია ვიტამინი, მინერალები და  ორგანული მჟავები.


მიაჩვიეთ თქვენი შვილი წყლის სმას. რაც შეეხება ვიტამინებსა და მინერალებს, ბავშვისთვის აუცილებელი ნორმები შედის ახალ ხილსა და ბოსტნეულში – C და P ვიტამინი, ფოლიუმის მჟავა, ბეტაკაროტინი. ხორცეულში – B ჯგუფის ვიტამინები , რძის პროდუქტებში – A და В2, მარცვლეულში – В1, В2, В6, PP, E, მცენარეულ ცხიმებში – ვიტამინი E, ცხოველურში – A და  D ვიტამინი.
ბავშვის განვითარებისთვის საჭიროა ასევე:კალციუმის მარილები, ფოსფორი, მაგნიუმი, რკინა და სხვა მიკროელემენტები,რომელიც უხვად  არის რძესა და რძის პროდუქტებში, პურში, კვერცხის გულში, ღვიძლში, ხორცსა და ხილ-ბოსტნეულში.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები