- ლიმფადენექტომია აისიჯი კონტრასტირებით მსოფლიოს წამყვან ონკოლოგიურ ცენტრებში უკვე აპრობირებული და ხშირად ოქროს სტანდარტია იმ პაციენტებში, რომელთა დიაგნოზი საშვილოსნოს ყელის და ენდომეტრიუმის ავთვისებიანი სიმსივნეა.
- ლაპაროსკოპიული ლიმფადენექტომია აისიჯი კონტრასტის გამოყენებით საქართველოში პირველად ავერსის კლინიკაში დაინერგა. კლინიკას აქვს უნიკალური ლაპაროსკოპიული აპარატურა რომელიც ამ მეთოდის წარმოების საშუალებას იძლევა. ავერსის კლინიკის ონკოგინეკოლოგიურ განყოფილებას ამ მეთოდით მუშაობის უკვე ერთ წელზე მეტის გამოცდილება აქვს;
კონტრასტი ჰიპოალერგიულია, არ აქვს გამოყენების უკუჩვენება, ან ასაკობრივი შეზღუდვა.
- აისიჯი კონტრასტის გამოყენება ონკოლოგიურ პაციენტებისთვის რთულ ქირურგიულ ჩარევას ნაკლებ ტრავმულს ხდის და ამცირებს ოპერაციის ხანგრძლივობას. ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია ძალიან სწრაფია, პაციენტების სახლში 2-3 დღეში ეწერებიან, ხოლო პრეპარატის მორფოლოგიური პასუხი უფრო ზუსტია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ონკოლოგიური პაციენტის სწორი მკურნალობისა და მართვისთვის.