ნაპერწკალი ფერფლში, ინგლისელი მწერლის საბა ტაჰირის სადებიუტო წიგნი. ჟანრი ფანტასტიკური, სათავგადასავლო რომანი. ორიგინალი 2015 წელს ინგლისურად გამოიცა, ნათარგმნია 37 ენაზე, მსოფლიო მაშტაბით მისი 5 მილიონზე მეტი ეგზემპლიარია გაყიდული. ლონდონში დაბადებული საბა ტაჰირი, 17 წლის ასაკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ვაშინგტონ პოსტის რედაქტორად დაიწყო მუშაობა, სწორედ აქ გადააწყდა სტატიას რომის იმპერიასა და რომაულ აღზრდის წესებზე. რომი გახდა მისი ინსპირაცია, დაეწერა "ნაპერწკალი ფერფლში".