აშშ-მ გამოაქვეყნა თანამგზავრიდან გადაღებული სურათები, რომლებიც საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმაში ირანის ბრალეულობას ამტკიცებს. დასკვნები გამყარებულია სადაზვერვო მონაცემებითაც. ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
13-14 სექტემბერს, საუდის არაბეთის ნავთობინდუსტრიის ორ ობიექტზე, მათ შორის მსოფლიოში უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, უპილოტო საფრენი აპარატებით და ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა. დაზიანებულია 19 სამიზნე. თანამგზავრებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით აშკარაა, რომ დარტყმა საუდის არაბეთში მდებარე ობიექტებზე მიყენებულია ირანის ან ერაყის ტერიტორიიდან ან სპარსეთის ყურის ჩრდილოეთ ნაწილიდან.