ტასმანიის ეროვნული პარკი, ნებიესმიერ წყვილს სახლსა და სამუშაოს, კუნძულის მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ სთავაზობს. ასეთი შემოთავაზება შესაძლოა, სამოთხეში დასვენებად ან პირიქით - თრილერის სცენარად მოგეჩვენოთ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მყარია თქვენი წყვილი.186-ჰექტარიანი კუნძული მატსაიკერი ტასმანიის სამხრეთ სანაპიროდან 10 კილომეტრში მდებარეობს. თუ თქვენ კუნძულის მოვლა-პატრონობა შეგიძლიათ, ტასმანიის ეროვნული პარკის მიერ გამოცხადებული ვაკანსია დაგაინტერესებთ. წინადადებით გათვალისწინებული სამუშაო პერიოდი მარტიდან სექტემბრამდე (ან სექტემბრიდან მარტამდე) გრძელდება.