პირველ ევროპელ კოლონისტებს, რომლებიც საუკუნეების წინ გადაბარგდნენ ტასმანიის კუნძულზე, ხშირად აფრთხობდა საზარელი ყვირილი, რომელიც იმდენად შემაძრწუნებელად ჟღერდა, რომ მის "ავტორს" ეშმაკი უწოდეს. მოგვიანებით კი, როცა მეცნიერებმა ცხოველს ავსტრალიაშიც მოაგნეს და ახლოს გაცნობა მოისურვეს, ჩანთოსანმა სრულად გაამართლა მრისხანე მტაცებლის რეპუტაცია და მეცნიერულ წყაროებშიც სამუდამოდ დაიმკვიდრა ნაკლებად პოპულარული - ტასმანური ჩანთოსანი ეშმაკის სახელი.