საქართველოს თავდაცვის ძალების მე-13 ბატალიონი ავღანეთში ჩაფრინდა. ქართულ ქვედანაყოფს მე-12 ბატალიონის ხელმძღვანელობა ბაგრამის საავიაციო ბაზის აეროპორტში დახვდა. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი, ამავე ბრიგადის მე-12 ბატალიონისგან უფლებამოსილებას რამოდენიმე დღეში გადაიბარებს და სამშვიდობო მისიაში ოფიციალურად ჩაერთვება.
მე-13 ბატალიონი ვიცე-პოლკოვნიკ ვლადიმერ ნათენაძის მეთაურობით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში "მტკიცე მხარდაჭერის მისიას" ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში 6 თვის განმავლობაში შეასრულებს.