თავდაცვის მინისტრი შერეული საავიაციო ესკადრილიის მარნეულის საავიაციო რგოლის ბაზაზე იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბაზის ტერიტორიაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის არსებული საშუალებები, საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები, საფრენი აპარატები დაათვალიერა და ტექნიკის მდგომარეობას პირადად გაეცნო. მარნეულის საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მიმდინარეობს. მინისტრმა სამხედროების საცხოვრებლებიც მოინახულა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების საგაკვეთილო პროცესს დაესწრო.