თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიდეოკონფერენციის საშუალებით ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა. შეხვედრისას მინისტრმა მეთაურებისგან არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
"მტკიცე მხარდამჭერის" მისიის შტაბის უფროსის მოადგილემ ნიკოლოზ ჯანჯღავამ შეხვედრაზე ავღანეთში პანდემიის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ნატო-ს "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ხელმძღვანელობამ უპრეცედენტოდ მკაცრი ზომები მიიღო.