14:41
26 ოქტომბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
თავდაცვის მინისტრმა სპორტული ტექნიკა დაათვალიერა
24-09-2020

თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ნაწილი უახლესი სპორტული ინვენტარით აღიჭურვება.

ამასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა, სადაც სამხედრო ბაზის უახლესი სპორტული ინვენტარითა და თანამედროვე სანტექნიკით აღჭურვის პროცესს პირადად გაეცნო. უწყების წარმომადგენლებმა მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის სავარჯიშო მოწყობილობები დაათვალიერეს. ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი სპორტული ინვენტარი საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ქვედანაყოფში დამონტაჟდება.

თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული ახლადგარემონტებული ყაზარმების სველი წერტილებიც დაათვალიერა. სამინისტრის ინფორმაციით, მსოფლიო ბრენდების უმაღლესი ხარისხის თანამედროვე სანტექნიკა და სააბაზანო ინვენტარი ყველა ბაზაზე მონტაჟდება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე 60 ლოკაციაზე ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს, დაახლოებით, 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია მოხდება.

AutoPlay
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს
გამოქვეყნდა 26 წუთის წინ
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არჩევნები უსაფრთხოდ და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით ჩატარდება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
იქნებ, როგორმე დამშვიდდეს საზოგადოება და ექიმებს მისცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება - ჯანდაცვის მინისტრი
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გახდება თუ არა ღია სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო?
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ამირან გამყრელიძემ დაასახელა პერიოდი, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა პიკს მიაღწევს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
მეზვრიშვილის თქმით, მთავრობა არ აწესებს სისტემურ შეზღუდვებს, გრძელდება ვირუსის მართვა წერტილოვანი შეზღუდვებით
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები