თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ უმრავლესობის დეპუტატების - სოფიო კილაძისა და თამარ ხულორდავას - მეუღლეები მათი საკვალიფიკაციო მონაცემების გათვალისწინებით, დანიშნულები არიან დროებითი მოვალეობის შემსრულებლებად, რითაც გამოეხმაურნენ „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის კრიტიკას, რომ დეპუტატ სოფიო კილაძის მეუღლე და დეპუტატ თამარ ხულორდავას მეუღლე თავდაცვის სამინისტროში ნეპოტიზმის ნიშნით დაინიშნენ. როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის გარკვეული დამატებითი ფუნქციების მინიჭების შემდეგ კადრების დამატების საჭიროება გახდა.
იხილეთ: