როცა ემოციები ეძალება, აქ მოდის. ეს ქუჩა, კიბეები და სახლი ცოტა ხნით წარსულში აბრუნებს. წარსულში, სადაც ფოტოებზე მშობლები, ნათესავები და უამრავი საინტერესო ისტორია ცოცხლდება.შავ-თეთრი კადრები, დღეს უკვე ისტორიაა, ისტორია, რომელსაც ყაჯელების შთამომავლობა, თაობიდან თაობას სიამაყით გადასცემს.გივი ჯაყელიც ამ დიდი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი გმირია. მოგონებები, რომელიც მის გონებაში ცოცხლობს, ოჯახს, ბელგიას, კონგოს, საფრანგეთსა და საქართველოს უკავშირდება. გასაბჭოებული საქართველოდან, საფრანგეთში ემიგრირებული, სააქციო საზოგადოება „ჩემოს“ პრეზიდენტის, ალექსანდრე ჯაყელის შვილიშვილი და პარიზის მთავარი არქიტექტორის მოადგილის, ოთარ ჯაყელის შვილი, დღეს იმ ისტორიებს გაიხსენებს, რომელიც აქამდე არსად გაჟღერებულა. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ჯერ კიდევ მეფის რუსეთისაგან გამოყოფის შემდეგ, საქართველოში არსებული მადანი დიდ ინტერესს იწვევდა. გადაწყდა შექმნილიყო ჭიათურის მარგანეც მწარმოებელი სააქციო საზოგადოება – „ჩემო“.