„თავისუფალი საქართველოსთვის“ ზუგდიდი ერთ-ერთი სტრატეგიული ოლქია. ამ ქალაქში ჩვენ, პრაქტიკულად არცერთი არჩევნები არ გამოგვიტოვებია, გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იქნება“,- განაცხადა „თავისუფალმა საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ
მისი თქმით, პარტიული სტრუქტურები ეფექტურად ვითარდება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონალური მასშტაბით. „თავისუფალმა საქართველომ“ კიდევ ერთი მაჟორიტარი კანდიტატი დაასახელა. კახა კუკავას თქმით, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, აბაშას ოლქში დეპუტატობისთვის გოჩა ბახია იბრძოლებს.