ხელისუფლება ერთი ხელით გვეუბნება, რომ შემოდით პარლამენტში და მოგელაპარაკებითო, როდესაც ამ ხელით ვერ მოატყუა ოპოზიცია და მიიღო ერთიანი ბოიკოტი, ახლა მეორე ხელით ცდილობს, რომ დააშინოს და დაიჭიროს,- ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ პროკურატურის გადაწყვეტილება, პარლამენტს ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად მიმართოს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის გარეშე არ დარჩება, რადგან მელიას ვერ დაიჭერენ და თუ მაინც გადადგამენ ამ ნაბიჯს და დააპატიმრებენ, მაშინ პარტიას ეყოლება დაპატიმრებული თავმჯდომარე.