მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით ჯერჯერობით არ მიმართავენ, - ამის შესახებ მაია რჩეულიშვილის შვილმა გურამ რჩეულიშვილმა "ცენტრ პოინტის" საქმის ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე პროცესის დაწყებამდე განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, იმისთვის რომ შეწყალება მოითხოვო, თავს დამნაშავედ უნდა თვლიდე. როგორც გურამ რჩეულიშვილი აცხადებს, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი თავს დამნაშავედ არ სცნობენ.