საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიასთან ერთად, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების ცენტრის ბენეფიციარებს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, თუ რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ და რა გამოწვევების წინაშე არიან ის ადამიანები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს სახელმწიფოს სერვისებით და დატოვეს თავშესაფარი. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ერთის მხრივ მნიშვნელოვანია თავშესაფრის შემდგომი მხარდაჭერა და ეკონომიკური გაძლიერება.
ამ დროისათვის, ქვეყანის მასშტაბით მოქმედებს ხუთი კრიზისული ცენტრი და ხუთი თავშესაფარი.