"თიბისი ბანკმა" 2015-2016 წლებში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგებში განხორციელებული პროექტების ანგარიში წარადგინა. პროექტები ბანკისთვის პრიორიტეტულ ოთხ მიმართულებაში გაერთიანდა: ბიზნესის მხარდაჭერა, ახალი თაობა, კულტურა და რაგბი. როგორც თიბისის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ბანკი რეგულარულად შესთავაზებს საზოგადოებას პროექტების წლიურ შეჯამებას, რითაც პროცესის გამჭირვალობას უზრუნველყოფს.