თბილისის მაცხოვრებელთა ნახევარზე მეტისთვის საქართველო საუკეთესო საცხოვრებელ ადგილად რჩება. კვლევითი ორგანიზაცია "ეისეთის" კვლევის თანახმად, კვლევაში მონაწილე თბილისელთა 55%-ისთვის ცხოვრება სასურველი საქართველოშია. გამოკითხულთა 9% გერმანიაში იცხოვრებდა, 8% - ამერიკის შეერთებულ შტატებში, 7% კი იტალიაში. კვლევაში მონაწილეთა თბილისელთა 3%-ისთვის საცხოვრებლად სასურველი ქვეყანა რუსეთია. რაც შეეხება საქართველოს ქალაქებს – კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა 80%-ის თქმით, დედაქალაქს არ დატოვებდა. 6% ბათუმში იცხოვრებდა, ხოლო 2% - სოხუმეში.
გამოკითხვა მიმდინარე წლის 16-დან 19 ივნისამდე პერიოდში შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის ჩატარდა. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება მერყეობს 3.0%-6.5%-იან შუალედში.