ქართველი სტუდენტების გერმანიაში გამგზავრებისა და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით მორიგი სპეციალური რეისი შესრულდება.ფრენას ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ დღეს, 11 აგვისტოს განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისი-ბერლინის მიმართულებით, სპეციალური რეისი ორიენტირებულია ქართველი სტუდენტების ტრანსპორტირებაზე, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებელში და აქვთ სამუშაო მოწვევა გერმანიაში. საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სუბსიდირებული ბილეთების ფასი არ იქნება 199 ევროზე მეტი. ავიარეისი ბოინგი B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.