გასეირნება ყოველთვის გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. სახლიდან ეზოში მაღალი საფეხურების ჩამოვლა დახმარების გარეშე წარმოუდგენელია. სახლთან ახლოს მდებარე სკვერამდე მისასველი გზაც არადაპტირებულია. არაადაპტირებულია საქანელებიც, სწორედ ამის გამო ქეთის გართობა მხოლოდ ჯანმრთელი პატარების შორიდან ყურებით შემოიფარგლება...ეს პატარა გოგონა ახლა 18 წლისაა. ცერებრალური დამბლის რთულმა ფორმამ, მისი როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური განვითარების შეფერხება გამოიწვია.