თბილისის 74-ე ბაგა-ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია "პალიტრანიუსს" მშობლებმა მიაწოდეს.
თავად ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბაღში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სააღმზდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა.
"74-ე ბაგა-ბაღის ორი აღსაზრდელის, დედმამიშვილების, ოჯახმა ბაღს აცნობა, რომ ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდათ და რამდენიმე დღის შემდეგ, შეატყობინა დიაგნოზიც. ამის საფუძველზე ბაღმა მიმართა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და მათი რეკომენდაციის მიხედვით, ჩაატარეს ყველა საჭირო სადეზინფექციო სამუშაო", - განაცხადეს ბაღების მართვის სააგენტოში.
უწყების ინფორმაციითვე, მუნის შემთხვევა სხვა ბაღებში არ დაფიქსირებულა