თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა სააღმზრდელო წლის დაწყება N153 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს, მშობლებსა და პერსონალს გლდანის რაიონის გამგებელთან ერთად მიულოცა. აღსაზრდელებს საბავშვო ბაღში მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებით დახვდნე.
N153 ბაგა-ბაღში გასული არდადეგების პერიოდში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა - განახლდა დაზიანებული სახურავი, შეიღება ფასადი, გარემონტდა სააღმზრდელო ჯგუფები, დერეფნები, კიბის უჯრედები და ღონისძიებების დარბაზი, ასევე, შეკეთდა ამორტიზებული საევაკუაციო კიბეები. საბავშვო ბაღში წელს 750-მდე აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას.