თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ბავშვთა შემოქმედების გამოფენაში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ერთვებიან. ამჯერად, მთაწმინდის რაიონში მდებარე N162 ბაგა-ბაღს მხატვარი ზაალ სულაკაური ესტუმრა და ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას საკონკურსო ექსპონატების შერჩევაშიც დაეხმარა. ბავშვთა გამოფენა-ფესტივალისთვის მზადება, ბაღებმა რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს. დედაქალაქის 10 რაიონიდან ბავშვების მიერ შესრულებული საუკეთესო ნამუშევრებით გამოვლენილი გამარჯვებული ბაღები ფინალურ ტურში გადავლენ. 1 ივნისს კი ფესტივალის ფინალი გაიმართება. ფესტივალის ერთ-ერთი მხარდამჭერი გამომცემლობა "პალიტრა L"-ია. გამომცემლობამ გამოფენის მხარდაჭერის სურვილი პროექტის გაცნობისთანავე გამოთქვა და საორგანიზაციო საკითხებში ჩაერთო. ღონისძიებას ბაღში სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ესწრებოდა.