თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 30 მილიონი ლარით აეროპორტის სათადარიგო ზოლის, ბარათაშვილის აღმართის და რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. მისივე თქმით, მომავალი წლისთვის ისევ იგეგმება 30 მილიონი ლარის გამოყოფა, რაც უშუალოდ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. თბილისის ბიუჯეტისთვის 30 მილიონი ლარის დაემატების გადაწყვეტილება გიორგი კვირიკაშვილმა კახა კალაძესთან და ფინანსთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მიიღო.