თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაიდარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბაიდარაშვილს ალექსანდრე ტოგონიძე შეცვლის, რომელიც მერიაში აქამდე ურბანულ სამსახურს ხელმძღვანელობდა. კალაძემ ბაიდარაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და წარმატება უსურვა.
რაც შეეხება ფონდის ახალ ხემძღვანელს, კალაძის თქმით, გიორგი ებანოიძეს აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება, ამიტომ მას კარგად ესმის ურბანული გამოწვევები და იგი კარგი მენეჯერია.