თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთო. პირველ ეტაპზე, საახალწლო განათებები და დეკორაციები წერეთლის, რობაქიძის, თამარ მეფის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, კანდელაკის, გამსახურდიას, დოლიძის, ჩოლოყაშვილის, თამარაშვილის, მელიქიშვილის, ფარნავაზ მეფის, ცოტნე დადიანის, გორგასალის და ლეონიძის ქუჩებზე აინთო. მომდევნო დღეებში საახალწლო ილუმინაციებით დედაქალაქის დარჩენილი გამზირები და ქუჩებიც განათდება.
საახალწლო ილუმინაციების ანთების პროცესს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი რომეო მიქაუტაძე გაეცნო.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წელს, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი სრულიად ახალი დიზაინით და განათებებით მოირთო. უკვე არსებული ილუმინაციები კი, ქალაქის სხვადასხვა უბანში გადანაწილდა.