თბილისის მარჯვენა სანაპიროზე საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერი ხელახლა გამოცხადდა.სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 27 აგვისტოს დაიწყება და 29 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 19 მილიონი ლარია.
შეგახსენებთ, რომ წინა ტენდერი აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდა. თუმცა, მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბაღების საკვებით მომარაგებაზე ტენდერი არ შედგა, რამდენადაც განაცხადი არც ერთმა კომპანიამ არ წარადგინა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტით მომმარაგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. მერის მოადგილის განცხადებით, კომპანია ბაღებს უხარისხო საკვებს და თანაც, დაგვიანებით აწვდიდა.