ოპოზიციური პარტიები თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს ხვალ ან ზეგ დაასახელებენ. ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა „ ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი თავად იქნება. „ხალხს რაც აინტერესებს, ეს არის ოპოზიციის ერთიანობა. მე პირობას ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ოპოზიცია ერთიანი იყოს. ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ გარკვეული კანდიდატები დასახელდება თბილისთან მიმართებაში. ბევრს უნდოდა, რომ ჩაშლილიყო ეს შეთანხმება, „ქართული ოცნება“ ალბათ, ხელებს იფშვნეტდა, რომ იქნებ, ოპოზიციური გაერთიანება ჩაიშალოსო, მაგრამ არ ჩაიშლება. „ლეიბორისტული“ ფორმატიდან დასახელდება მაჟორიტარობის კანდიდატები", - განაცხადა ვაშაძემ.