თბილისის მერი მეტროპოლიტენის თითოეულ მემანქანეს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მათ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა და მოხდა შეთანხმება. ქალაქის მერმა ამავე კონტექსტში მადლობა გადაუხადა ავტობუსის მძღოლებს, საპატრულო პოლიციასა და მოსახლეობას. ამასთან, კახა კალაძემ გამგებლების თანადგომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გამგეობის ავტომობილები იმ პერიოდში, როდესაც მეტრო იყო გაჩერებული, ემსახურებოდა დედაქალაქის მოსახლეობას. მეტროს მემანქანეების პროტესტთან დაკავშირებით განცხადება მერის მოადგილემაც გააკეთა. „შეიძლება ვთქვათ, რომ მეტროს მემქანქანეები სიტყვაზე გვენდნენ“ - ამბობს ირაკლი ხმალაძე.