თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა და სავაჭრო-გასართობ ქალაქ „ისთ ფოინთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნისნული დოკუმენტის ფარგლებში მხარეები გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლებენ.
თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, გარემოს დაცვის საკითხებზე საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებს შორის აქტიური თანამშრომლობა ახლო მომავალში მწვანე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.