თბილისის მერია მალე 180 ერთეულ 8 მეტრის სიგრძის ახალ ავტობუსს შეიძენს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებისას აღნიშნა, უახლოეს პერიოდში დაიწყება ფასთა კვლევა, რის შემდეგად ტენდერი გამოცხადდება.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, პარალელურად დაწყებულია მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამაც.