თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შექმნას გეგმავს. ცვლილებას თბილისის მერია პოლონურ კომპანია "RG"-ს მეშვეობით განახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ახალი სისტემა მგზავრის კომფორტზე იქნება გათვლილი და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტგვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ასევე, ვადიანი სამგზავრო აბონემენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.