ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ, საცობების განტვირთვის მიზნით ახალი სისტემის დანერგვაზე საუბრისას განაცხადა, რომ ცალკეულ ადგილებზე მანქანების ნაკადების ფიზიკურად მართვას, დაემატება ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემა, რომლის საშუალებით, თბილისის მერია და საპატრულო პოლიციის კონკრეტული ეკიპაჟები, ნაკადების ოპტიმალურად მართვას ერთობლივად განახორციელებენ.როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, მანქანების მიმართულებებისა და შუქნიშნის რეჟიმი, კონკრეტული დროის მონაკვეთებში, ელექტრონული პროგრამა გადაწყვეტს.