თბილისის მერიაში მუნიციპალური სერვისების ცენტრალიზება და მისი ერთ სივრცეში მოქცევა იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა. ამ მიზნით, მერიის ყველა სტრუქტურული ერთეულიდან და გამგეობებიდან გამოიყოფა აღნიშნული ფუნქცია და მისი ცენტრალიზება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში მოხდება. მერიის სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა.