თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ძაგნიძე მთავარმა პროკურატურამ დააკავა.დაკავებულს ბრალი თბილისის მთავარ სამმართველოში უკვე წარედგინა, როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ძაგნიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19/180 მუხლით, რაც თაღლითობის მცდელობას გულისხმობს. ძაგნიძე თბილისის მერიაში 2015-16 წლებში მუშაობდა. ლევან ძაგნიძის ადვოკატის, კახა კვაშილავას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილი ბრალდება მერიაში მუშაობის პერიოდს არ ეხება. როგორც კვაშილავამ აცხადებს, ძაგნიძე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.