თბილისის მერის ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ისე მოხდეს ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა, რომ მოსახლეობას ტარიფი არ გაეზრდება.
მერიასა და მიკროავტობუსის ხელმძღვანელობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგებზე კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, კომპანიასთან მოლაპარაკებები იოლი არ იყო და მოლაპარაკებებში მონაწილეებს, მათ შორის ვიცე-მერს მადლობა გადაუხადა. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლება მომდევნო წლიდან დაიწყება.