მეტროს მემანქანეებმა გლდანის დეპოს ტერიტორიაზე თბილისის მერთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, კახა კალაძემ პოზიცია არ შეცვალა და მხოლოდ იმას შეჰპირდა, რომ მათი მოთხოვნების განხილვას 2019 წლიდან დაიწყებდა, მიზეზად კი ბიუჯეტში საკმარისი თანხის არარსებობა დაასახელა. მემანქანეები გაფიცვას განაგრძობენ, შესაბამისად დედაქალაქის მეტრო დღესაც არ იმუშავებს.მეტროს მემანქანეები 4 ივნისის დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.