დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, თბილისის მეტროში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.
კახა კალაძის თქმით, თბილისის მეტროში გასულ წელს დასრულდა ელექტროსისტემის მოდერნიზაციის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.
თბილისის მეტროს გვირაბებში დაახლოებით 500 კილომეტრამდე ძალოვანი სადენი შეიცვალა და დამონტაჟდა ახალი, ევროპული სტანდარტის 32 გამნიავებელი, რომელიც უზრუნველყოფს მეტროს გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებას.
მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მეტროთი მგზავრობა უფრო კომფორტული გახდეს.
მერია უახლოს მომავალში ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის ვიზუალური ნაწილის წარდგენასაც გეგმავს.