თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა ონლაინ სესხების სერვისის აკრძალვის მომხრეა. ეისითის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხვაში მონაწილე მოსახლეობის უმრავლესობა - 64%-ი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ონლაინ სერვისი უნდა აიკრძალოს საქართველოში. მათ შორის 25% ონლაინ სესხების მომხმარებელია. 34%-მა კი შესაძლებელია, რომ მომავალში ისარგებლოს.