თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "ეარფლეინტექნიკს"-ის საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრი გაიხსნა. ის პრემიერ-მინსტრმა და კომპანიის დამფუძნებელმა გახსნეს. ეარფლეინტექნიკსი არის საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ორგანიზაცია, რომელიც უზრუნვლყოფს ხომალდების კაპიტალურ შეკეთებას ფრენის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად. კომპანიის მიზანია ქვეყანაში შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ლიცენზირებული ცენტრი.