თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში გიგი უგულავასა და ბესიკ თამლიანის მხარდამჭერებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.
აქციის მონაწილეებს ბანერები წარწერით: "არა მონობას, თავისუფლება გიგის!”. "თავისუფლება უკანონოდ დატყვევებულ ბესო თამლიანს”, და ა.შ. ეჭირათ. მათი განცხადებით, აქციის მთავარი მიზანი ყველა იმ უკანონო პატიმრის მხარდაჭერაა, რომლებიც სამართალდამცავებმა 29 ნოემბერს გამართულ აქციაზე დააკავეს.