თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე იმსჯელებენ აღკვეთის ღონისძიების თუ რა სახეობა გამოიყენონ დაკავებულის მიმართ. სხდომას ესწრება თავად ბრალდებულიც. მან მოსამართლის კითხვაზე, სცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, განაცხადა, რომ დუმილის უფლებით სარგებლობს. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი ფურცხვანიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.