იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა გადაიდო. მოსამზადებელი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 მაისს, 15:00 საათზე დაინიშნა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენლემა, დიმიტრი ნოზაძემ განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მოპასუხე მხარედ სპეციალური პენიტენციური სამსახურიც ჩაერთო. მისივე განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" გასულ წელს ორჯერ მიმართ, თუმცა, სამინისტრომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია მათ არ მიაწოდა. "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სწორედ აღნიშულთან დაკავშირებით შეიტანა სარჩელი.