თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარ დარბაზში საქართველოში ცნობილი ფრანგი ფოტოხელოვანის, ორელიენ ვილეტისა და არტპროდიუსერ, დალი უბილავა - დე გრააფის ერთობლივი ფოტოალბომის „ტფილისი-თბილისი“ წარდგენა გაიმართება.„ტფილისი-თბილისი“ არის ფოტოალბომი, რომელიც ძველ თბილისში გა-მოგზაურებთ და თანამედროვე და ძველი არქიტექტურის ერთმანეთთან შედარების საშუალებას მოგცემთ.