03:49
8 დეკემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მოძრავი ტაქსების ბამპერები თეთრი ფერის უნდა იყოს
19-11-2019

დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ტაქსების რეგულირების წესში ცვლილება შევიდა. კერძოდ, წესს დაემატა შესაბამისი მუხლი, რომლითაც ტაქსის ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების ძარის ყველა ელემენტი, მათ შორის ბამპერი თეთრი ფერის უნდა იყოს. გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც ძარის ზედა ნაწილი - სახურავი შუშისაა.

ამასთან, მომსახურების გაწევისას სატრანსპორტო საშუალება ვიზუალური შემოწმებით უნდა აკმაყოფილებდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით უფლებამოსილი პირი  შეეძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სახითა და ფორმით განახორციელოს შემოწმება. ამასთან, უფლებამოსილი პირი ვალდებულია შემოწმებისას იქონიოს და საჭიროებისას წარადგინოს სამსახურებრივი მოწმობა.

AutoPlay
ქართულ პოლიგრაფიულ ინდუსტრიაში ახალი შესაძლებლობები ჩნდება - "კოლორ ჯგუფი" განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
06-12-2019
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები გაფართოვდა
06-12-2019
საქართველოში გასაქირავებელი ბინების რაოდენობა შემცირდა?! - რამდენი ადამიანი იხდის ბიუჯეტში იჯარის 5%-ს
06-12-2019
მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 129.5 ლარით გაიზარდა - "საქსტატი"
06-12-2019
ოკრა და პეპინო - მომავალი წლიდან საქართველოში ახალი ეგზოტიკური პროდუქტების წარმოება დაიწყება
06-12-2019
25%-იანი გაძვირება - ნოემბერში ყავის ფასი რეკორდულად გაიზარდა
06-12-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები