თბილისის სამი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას წყვეტს. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ეფუძნება, რომლის თანახმადაც, სამი ბაღის შენობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და ამ ვითარებაში მათი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის. როგორც საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განაცხადეს. სააღმზრდელო პროცესი დილიდან თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღებში შეწდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად სააგენტოში ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების დასკვნას ასახალებენ. დასკვნის ტანახმად აღნიშნულ ბაღებში ვითარება არადამაკმაყოფილებელია და მათი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის.