თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დღეს იწყება. მერიის ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kids.org.ge. საზაფხულო ბაღების სერვისს წელს 13 000 აღსაზრდელი დედაქალაქის 40 საბავშვო ბაღში მიიღებს.
მათი განმარტებით, რეგისტრაციის დაწყების დღეს ვებგვერდზე მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა იმუშავებს, სადაც აპლიკანტებმა უნდა შეავსონ სავალდებულო ველები. რეგისტრაცია ვაკანტური ადგილების შევსებამდე გაგრძელდება.როგორც მერიაში განმარტავენ, საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში მიიღებენ და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2018-2019 სააღმზრდელო წელს.