თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წელს კლინიკის ერთ-ერთ პაციენტს ორჯერ ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირება გაუკეთეს.
ამასთან, გამოძიებით დადგენილია, რომ ოპერაციამდე „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს ექიმმა პაციენტი და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია