"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" კიდევ ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც თბილისის ზედა ზონებში, კერძოდ ტაბახმელას და წავკისის მიმართულებით წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყობა. პროექტში კომპანია 9 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. სამუშაოების დასრულების შედეგად აღნიშნული დასახლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.